საპარლამენტო უმრავლესობა რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურებიან, რომელშიც პოლიტიკოსი ქართველ დიპლომატს სიცრუეში ადანაშაულებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა აცხადებს, რომ მისთვის მალინის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა და კონგრესმენი ლობისტურ საქმიანობას ეწევა.
"საუბარი არის რესპუბლიკელ კონგრესმენზე, კონკრეტულად ამ ერთ ადამიანზე, რომელიც ოფიციალურად იღებს დაფინანსებას „ფრონტერასგან“ და ეწევა ლობისტურ საქმიანობას. ეს კანონით ნებადართულია, თავისი დამფინანსებლების ინტერესების შესაბამისად გვაკრიტიკოს ან შეგვაქოს. ამიტომ ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის", - განაცხადა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რესპუბლიკელი კონგრესმენი, მარკეინ მალინი შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს სიცრუეში ადანაშაულებს.